მოგესალმებით
მე ვარ შორენა დათიაშვილი, მეოთხე წელია ვასწავლი ინფორმატიკას თბილისის 30-ე საჯარო სკოლაში, ვარ ინფორმაციული მენეჯერი. სკოლაში აქტიურად ვთანამშრომლობ ყველა მასწავლებელთან, მაგრამ პროექტებზე ვმუშაობ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან თამარ ხატიაშვილთან. ჩვენი ერთობლივი მუშაობა შეიძლება ითქვას საკმაოდ წარმატებულია. მონაწილეობა მაქვს მიღებული „ირმის ნახტომის“ პროექტებში. 2006 წელს _ „ირმის ნახტომისა“ და „IEARNIS" კონკურსში მივიღეთ მესამე საპრიზო ადგილი პროექტზე „ჩემი ქვეყანა“. 2006 წელს საახალწლო კონკურსში მწერლის ვებგვერდით „გურამ რჩეულიშვილი“ მივიღეთ მესამე საპრიზო ადგილი; 2007 წელს საგაზაფხულო კონკურსში მწერლის ვებგვერდი „გურამ რჩეულიშვილი“ გავედით პირველ საპრიზო ადგილზე; 2007 წლის საახალწლო კონკურსში ჩვენს ჟურნალში „რიჰა-სინათლე“ განთავსებულმა მასალებმა აიღო პირველი და მესამე საპრიზო ადგილები; 2008 წლის საგაზაფხულო კონკურსში მწერლის ვებგვერდმა „გიორგი შატბერაშვილი“ აიღო პირველი საპრიზო ადგილი, ამავე კონკუსზე მოგვანიჭეს წლის აქტიური მასწავლებლის წოდება. 2008 წლის თებერვალში შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტში გავმართეთ გურამ რჩეულიშვილის ვებგვერდის პრეზენტაცია, სადაც თავი მოიყარეს ლიტერატორებმა, მწერლებმა, კრიტიკოსებმა, პოლიტიკოსებმა, საზოგადო მოღვაწეებმა. დღესდღეობით ჩართული ვართ სხვადასხვა პროექტებში. ამჟამად გავიარეთ GEARN ქართულისა და „ირმის ნახტომი“-ს ტრენინგების კურსი, ვამზადებთ პროექტებს: „ფსევდონიმი“, „ჩემი სახელი მსოფლიოში“, „ჭურჭლეული _ უძველის დროიდან დღემდე“, „ არმაზის ღვთაება“, „მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში“. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ ამ პროექტებში, განსაკუთრებით მოსწონთ „მე ვიკვლევ“ სტრატეგიით მუშაობა.
სკოლაში ვხელმძღვანელობ VI კლასს.
იმედი მაქვს მომავალი წარმატებების.

1 comment:
გამარჯობათ!
მოხარული ვართ მე-16 საჯარო სკოლის პედაგოგები, რომ ასე საინტერესოთ მუშაობთ.
გისურვებთ წარმატებებს
Post a Comment